ბრიტანელი რეჟისორი რიდლი სკოტი „უცხოს“ ახალ ნაწილზე მუშაობს. ამის შესახებ მან Forbes-თან ინტერვიუში განაცხადა.
რეჟისორის თქმით, ფილმის სიუჟეტი „უცხოს“ სამყაროში განვითარდება, თუმცა ფრანშიზის ფილმებს „პრომეთე (2012)“ და „უცხო: აღქმა“ (2017) არ დაუკავშირდება.
„პროცესში ვართ. მანამდე „პრომეთესა“ და „აღქმაზე“ მუშაობისას ბორბლის გამოგონებას ვცდილობდით. დავუბრუნდებით თუ არა ამას? არა მგონია, რადგან თავის დროზე „პრომეთემ“ ყველაფერი კარგად შეაჯანჯღარა“, - განაცხადა სკოტმა.
სკოტს არ დაუზუსტებია რა ეტაპზეა ახალი პროექტი. ფრანშიზის პირველი ფილმი - „უცხო“, რომელშიც მთავარი როლი სიგურნი უივერმა შეასრულა, ეკრანზე 1979 წელს გამოვიდა.