ავსტრიელმა ჯოზეფ კოებერლმა ყინულით სავსე გამჭვირვალე ყუთში ზუსტად 2 საათი, 30 წუთი და 57 წამი გაძლო და მსოფლიო რეკორდი დაამყარა. ამის შესახებ ABC News-ი იტყობინება.
ტელეარხის ცნობით, ყუთში დაახლოებით 200 კილოგრამი ყინული იყო მოთავსებული. გაყინვით გამოწვეულ ტკივილთან გასამკლავებლად კაცი პოზიტიური განწყობის შენარჩუნებას ცდილობდა.
„ტკივილს პოზიტიური ემოციების ვიზუალიზაციით ვებრძვი. ასე ვუძლებ“, - განაცხადა რეკორდსმენმა.
კოებერლმა 2019 წელს თავისივე რეკორდი 30 წუთით გააუმჯობესა. რეკორდსმენი შედეგის გაუმჯობესებას მომავალ წელსაც გეგმავს.