დაუდასტურებელი ინფორმაციით ზურაბ ადეიშვილი ბელგიაში იმყოფება. იუსტიციის ყოფილი მინისტრი, რომელმაც საქართველო სამი თვის წინ დატოვა, სავარაუდოდ პოლიტიკურ თავშესაფარს მოითხოვს. ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ ადეიშვილს მოუწევს დაამტკიცოს, რომ მის მიმართ დაწყებული სამართლებრივი დევნა არაობიექტურად მიმდინარეობს, წინააღმდეგ შემთხვევაში ბრალდებულს საქართველოში გაასამართლებენ. ზურაბ ადეიშვილს ბრალი რამდენიმე მუხლით აქვს წაყენებული. თუკი მას ბრალდება დაუმტკიცდა, შეკრებითობის პრინციპით 18 წლამდე პატიმრობა ემუქრება.