პოპულარულმა სამხრეთკორეულმა ჯგუფმა, Black Pink-მა, ამერიკელ პოპვარსკვლავთან, სელენა გომესთან ერთად ჩაწერილ კომპოზიციაზე Ice Cream-ზე შექმნილი კიდევ ერთი ვიდეო გაავრცელა, რომელშიც ჯგუფის წევრები და სელენა გომესის პერსონაჟები მონაწილეობენ.
გოგონების 3D გამოსახულებები კომპანია Naver Corporation-მა შექმნა.
სელენა გომესისა და Black Pink-ის პირველი ერთობლივი ნამუშევარი ინტერნეტსივრცეში უკვე გავრცელდა.