„პატრიოტთა ალიანსის“ მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში, ჩატანილი ხატი მდინარე ენგურთან მიიტანეს

„პატრიოტთა ალიანსის“ მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში, ჩატანილი ხატი მდინარე ენგურთან მიიტანეს

"სპექტაკლი დასრულებულია" - ასე შეაფასეს დღეს აფხაზებმა "პატრიოტთა ალიანსისთვის" ხატის დაბრუნების პროცესი.

ირმა ინაშვილისა და გიორგი ლომიას მიერ ილორის მონასტერში ჩატანილი ხატი, აფხაზმა აქტივისტებმა ცოტა ხნის წინ ენგურის ხიდთან, ოკუპანტების კონტროლირებად ტერიტორიაზე მიიტანეს და დაასაწყობეს.

მათი თქმით, პოლიტიკოსებს შეუძლიათ ნივთი დაიბრუნონ. გარდა ამისა, აცხადებენ, რომ ეს არ არის კანონიკური წესების დაცვით შესრულებული ხატი და ის ნაბეჭდი მასალაა, რომელსაც რელიგიური ღირებულება არ გააჩნია.

შეგახსენებთ, "პატრიოტთა ალიანსის" ლიდერებმა ირმა ინაშვილმა და გიორგი ლომიამ რამდენიმე დღის წინ აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე ყოფნისას ილორის ეკლესიაში ხატი საჩუქრად მიიტანეს.

Aburjga Tasmanieli ჩანაფიქრი კი კარგი იყო, მაგრამ მთავარი ვერ გათვალეს, საქონელს თავლაში ხატი რად უნდა?!
4 წლის უკან