შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული არასრულწლოვანების სასამართლო პროცესზე, 4 მოწმე და გამომძიებლები დაიკითხნენ.
ერთ-ერთმა მოწმემ სალომე ჭკადუამ, გამოძიებას მნიშვნელოვანი ინფორმაცია მიაწოდა.
მისი თქმით, დაინახა ნაცემი ვახტანგ ჩიქოვანი, ნ.ხ. და ასევე დაინახა, რა დაზიანებები ჰქონდათ კონფლიქტის მონაწილეებს.
"სალომე ჭკადუამ აგარაკის ტერიტორიაზე განვითარებული მოვლენების შესახებ ისაუბრა, კერძოდ, იქ განხორციელებულ ძალადობის ფაქტზე, რაც შემდეგში შურისძიების მოტივით თავდასხმის საფუძველი გახდა. მოწმემ ასევე ვიდეო ჩანაწერებზე იდენტიფიცირება მოახდინა, კონკრეტულად კი, "მერსედესის" ავტომობილის მგზავრების. მოწმემ აღნიშნა, რომ მან პიროვნებები სატელეფონო კონფერენციის სახით დააკავშირა და მოისმინა, როგორ საუბრობდნენ ჩადენილ ძალადობასთან დაკავშირებით," - აცხადებს პროკურორი ნანა გუგუტიშვილი.