ჰუბერტ ქნირში: გერმანია ამზადებს დამკვირვებლების ჯგუფს საქართველოში დაგეგმილი არჩევნებისთვის, რომელიც ეუთო/ოდირის მისიის ნაწილი იქნება

ჰუბერტ ქნირში: გერმანია ამზადებს დამკვირვებლების ჯგუფს საქართველოში დაგეგმილი არჩევნებისთვის, რომელიც ეუთო/ოდირის მისიის ნაწილი იქნება

გერმანია ამზადებს დამკვირვებლების ჯგუფს საქართველოში დაგეგმილი არჩევნებისთვის, რომელიც ეუთო/ოდირის მისიის ნაწილი იქნება, - ამის შესახებ გერმანიის ელჩმა საქართველოში ჰუბერტ ქნირშმა განაცხადა.

კითხვაზე, იქნებიან თუ არა ოქტომბრის არჩევნებზე საერთაშორისო დამკვირვებლები წარმოდგენილი, ელჩმა უპასუხა, რომ საქართველო საერთაშორისო დამკვირვებლების არჩევნებზე დასწრებას მხარს უჭერს და დარწმუნებულია, ასეც იქნება.

„დარწმუნებული ვარ, რომ არჩევნებზე საერთაშორისო დამკვირვებლები გვეყოლება. გერმანია ამზადებს დამკვირვებლების ჯგუფს, რომელიც ეუთო/ოდირის მისიის ნაწილი იქნება. დამკვირვებლები სხვა ქვეყნებიდანაც იქნება წარმოდგენილი. ჩვენ ვიცით, რომ საქართველო მხარს უჭერს და სურს არჩევნებზე საერთაშორისო დამკვირვებლების ყოფნა და ჩვენ, როგორც პარტნიორი ქვეყანა, ამ კუთხით შესაძლებლობის მაქსიმუმს გავაკეთებთ,“- აღნიშნა ელჩმა.