ცნობილმა ამერიკელმა ილუზიონისტმა, დევიდ ბლეინმა 50-მდე ჰელიუმის ბუშტის მეშვეობით, არიზონას უდაბნოს გადაუფრინა, - ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.
„აღსანიშნავია, რომ მისი თავდაპირველი მიზანი მიწიდან 5,490-მდე მეტრზე აფრენა იყო, თუმცა მან 7,620 მეტრამდე ააღწია და ყველა გააოცა“, - ნათქვამია სტატიაში.
ბლეინის მიერ შესრულებული ბოლო ტრიუკი სახელწოდებით „ამაღლება“ ყველაზე უფრო ამბიციურია მის წინა შესრულებულ საოცრებებთან შედარებით. დევიდ ბლეინმა მისი პერფორმანსი 2 სექტემბრის დილას დაიწყო და მისი ლაივ რეჟიმში ნახვა Youtube-ზე იყო შესაძლებელი.