მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებულ მონეტას აუქციონზე გაიტანენ

მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებულ მონეტას აუქციონზე გაიტანენ

1794 წელს აშშ-ში დაბეჭდილი ვერცხლის დოლარი აუქციონზე გაიყიდება. ამის შესახებ CNN-ი იტყობინება.

ტელეარხის ცნობით, მონეტა ნუმიზმატებისთვის დიდ ფასეულობას წარმოადგენს. 2013 წელს ის აუქციონზე 10 მილიონ დოლარად გაიყიდა, რითაც რეკორდი მოხსნა და მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული მონეტა გახდა.

„ეს საოცნებო მონეტაა - შეუფასებელი არტეფაქტი, ძალიან ამაყი ვარ, რომ მას ვფლობდი და ვწუხვარ რომ მასთან განშორება მომიწევს“, - განაცხადა ბრიუს მორელანმა, რომელსაც 1074 წელს მოჭრილ ვერცხლის დოლარს აუქციონზე გააქვს

სულ 1758 ასეთი მონეტა მოიჭრა, ჩვენამდე კი მხოლოდ 130 მათგანი მივიდა. ეს დოლარები ფართო მოხმარებისთვის არ იყო განკუთვნილი, მათ მხოლოდ კონგრესმენებს და აშშ-ს საპატიო მოქალაქეებს ურიგებდნენ.