კორონავირუსით ინფიცირებული 23 წლის ქალი 300-კაციან ქორწილში იმყოფებოდა - ყალიბდება ახალი კლასტერი

კორონავირუსით ინფიცირებული 23 წლის ქალი 300-კაციან ქორწილში იმყოფებოდა - ყალიბდება ახალი კლასტერი

გურიაში კორონავირუსით ინფიცირებული 23 წლის ქალია, რომელიც სავარაუდოდ ბათუმის საკონდიტრო „დონაში“ დაინფიცირდა. ქალს კოვიდის სიმპტომები აჭარიდან გურიაში ჩასვლის შემდეგ გამოუვლინდა, თუმცა ვიდრე რეგიონში დაბრუნდებოდა, ხალხმრავალ ქორწილში იყო. შემდეგ აჭარიდან გურიაში ხალხით სავსე მიკროავტობუსით იმგზავრა, ბოლოს კი გურიაში ჩასული ბანკში მივიდა.

ირკვევა, რომ ქორწილს, სადაც ინფიცირებული იმყოფებოდა 300-მდე ადამიანი ესწრებოდა.