ბრიტანეთის სამეფო ოჯახის წევრები განსაკუთრებული მოწიწებით საკუთარ წესებს, მათ შორის კი არის ყოველწლიური ნადირობა გარეულ ფრინველებზე, რომელშიც ისინი მონაწილეობას ჯერ კიდევ ადრეული ასაკიდან იღებენ.
როგორც ირკვევა, სულ ცოტა ხნის წინ, შვეიცარიაში დასვენების დროს, პრინცმა უილიამმა გადაწყვიტა სანადიროდ 7 წლის ჯორჯიც წაეყვანა, რამაც საზოგადოება გააღიზიანა. ფაქტს გამოეხმაურნენ აქტივისტები Peta-ს ორგანიზაციიდანაც, რომლებმა საჯაროდ განაცხადეს რომ მსგავსი ქცევა მომავალში სერიოზულ ფსიქიკურ პრობლემას წარმოქმნის პატარა პრინცისთვის.