ჯეიმს ბონდის შესახებ 25-ე ფილმის ახალი ტრეილერი გამოქვეყნდა

ჯეიმს ბონდის შესახებ 25-ე ფილმის ახალი ტრეილერი გამოქვეყნდა

სტუდია Universal Pictures-მა ჯეიმს ბონდის შესახებ 25-ე ფილმის „სიკვდილის დრო არ არის“ ახალი ტრეილერი წარადგინა.

სცენარის მიხედვით, ჯეიმს ბონდი, რომლის როლსაც ზედიზედ მეხუთე ფილმში დენიელ კრეიგი ასრულებს, გადადგომის შემდეგ კვლავ სამსახურში ბრუნდება. მას დახმარებას ძველი მეგობარი, აშშ-ის დაზვერვის ცენტრალური სამმართველოს აგენტი ფელიქს ლეიტერი სთხოვს.

ფილმში ასევე მონაწილეობენ რამი მალეკი, ლაშანა ლინჩი, კრისტოფ ვალცი, ლეა სეიდუ, რეიფ ფაინსი და ჯეფრი რაიტი, რეჟისორი კი კერი ფუკუნაგაა. ბონდის შესახება ახალი ფილმი ჯერ კიდევ აპრილში უნდა გამოსულიყო, თუმცა კორონავირუსის პანდემიის გამო პრემიერა 12 ნოემბერს გაიმართება.