ზაალ ანჯაფარიძე:  იცით რა ნიშნავს „აბლასტიკა?!“ 

ზაალ ანჯაფარიძე: იცით რა ნიშნავს „აბლასტიკა?!“ 

 ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში წერს.

იცით რა ნიშნავს „აბლასტიკა?!“  დარწმუნებული ვარ ბევრმა არ იცის, რადგანაც სპეციფიკური სამედიცინო ტერმინია. ეს არის ავთვისებიანი სიმსივნის ქირურგიული ამოკვეთა, თანაც ისე რომ სიმსივნის რეციდივი ან მეტასტაზირება  თავიდან იყოს აცილებული.

იმედია ხვდებით, რასაც ვგულისხმობ. 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები „აბლასტიკურად“ უნდა ჩატარდეს, რომ სიმსივნე სახელწოდებით „ნაციონალური მოძრაობა“ და მისი მეტასტაზები „შალიკოს ფანჩატურის“ პარტიების სახით, ისე ამოიკვეთონ, რომ მათი რეციდივი არ მოხდეს და ქვეყანა განიკურნოს