ირაკლი კობახიძე: არჩევნებში „ნაციონალური მოძრაობის“ ვერც ერთი კანდიდატი ვერ გაიმარჯვებს

ირაკლი კობახიძე: არჩევნებში „ნაციონალური მოძრაობის“ ვერც ერთი კანდიდატი ვერ გაიმარჯვებს

არჩევნებში „ნაციონალური მოძრაობის“ ვერც ერთი კანდიდატი ვერ გაიმარჯვებს, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ მურთაზ ზოდელავას კანდიდატურაზე საუბრისას განაცხადა.

„ხედავთ თქვენ, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ არანაირი რესურსი არც განახლების, არც პოზიტიური კანდიდატის დაყენების არ აქვს ისევე როგორც არც ერთ მის სატელიტს. მურთაზ ზოდელავაც არის ამის გამოხატულება ვერც განახლებას აკეთებენ, ვერც პოზიტიურის შეთავაზებას .

„ნაციონალური მოძრაობის“ ვერც ერთი კანდიდატი ვერ მოიგებს ვერც ერთ მაჟორიტარულ არჩევნებს ამაზე მთელი პასუხისმგებლობით შემიძლია ვისაუბრო​“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ფოთში, ხობსა და სენაკში „ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი მურთაზ ზოდელავა იქნება.