„შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ამ ბოლო პერიოდში საკმაოდ დაძაბული განცხადებების გაცვლა-გამოცვლა რუსეთთან, მათი უსაფუძვლო ბრალდებები, ამ ბრალდებებზე ხისტი პასუხი, რაც ჩვენგან მოისმინეს, გარკვეულწილად არის ეს კიბერშეტევა გამოძახილი ამ ბოლო პერიოდის მოვლენების. ფაქტია, რომ ჩვენმა სამსახურებმა საკმაოდ პროფესიონალურად იმუშავეს",-ამის შესახებ ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ ჟურნალისტებთან განაცხადა.
გიორგი ვოლსკის განცხადებით, კიბერშეტევის საფრთხე ყოველთვის არის, ეს მარტო საქართველოს არ ემუქრება, თუმცა, რეალურად დასადგენია წყარო, საიდანაც მომდინარეობს ეს შეტევა.
„რაც გამოქვეყნებულია რაღაც საიტზე, მონაცემები, მნიშვნელოვანწილად შეიძლება ასე ითქვას, ძირითადად არის უზუსტობა. ასეც რომ არ იყოს, პირადი მონაცემები, ადამიანების არის რასაკვირველია ხელშეუხებელი, მაგრამ რაც შეეხება სახელმწიფო უსაფრთხოების თემას, კიბერშეტევებისგან დაცულია. ყოველ შემთხვევაში, ეს შემოტევა მოგერიებულია. საფრთხე ყოველთვის არის. ეს მარტო საქართველოს არ ემუქრება. ნებისმიერ ქვეყანაზე შეიძლება კიბერშეტევის მიტანა. რეალურად ძნელია, მაგრამ დასადგენია წყარო, საიდანაც მომდინარეობს ეს შეტევა",-განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.