ეს არის რუსეთის ყაჩაღური თავდასხმა საქართველოზე, უნდათ რა პუტინის მიერ მისი მთავარი ოპონენტის ნავალნის მკვლელობის მცდელობის საკითხი გადაიტანონ სხვა მიმართულებით, გადააბრალონ ამერიკას და ამერიკის მეშვეობით თითქოსდა საქართველოს და თითქოს აქ მზადდებოდეს ეს სამხედრო მომწავლელი ნივთიერება, რომელსაც „ნოვიჩოკს“ ეძახიან, - ამის შესახებ ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, რომან გოცირიძემ განაცხადა.
„ეს არის რუსეთის ყაჩაღური თავდასხმა საქართველოზე, უნდათ რა პუტინის მიერ მისი მთავარი ოპონენტის ნავალნის მკვლელობის მცდელობის საკითხი გადაიტანონ სხვა მიმართულებით, გადააბრალონ ამერიკას და ამერიკის მეშვეობით თითქოსდა საქართველოს და თითქოს აქ მზადდებოდეს ეს სამხედრო მომწავლელი ნივთიერება, რომელსაც „ნოვიჩოკს“ ეძახიან. ერთმანეთს ემთხვევა რუსი პოლიტიკოსების განცხადებები და კიბერშეტევა. ეს არის პირდაპირი თავდასხვა ქვეყნის სუვერენიტეტზე. ხელისუფლებამ უნდა გააკეთოს უმკაცრესი განცხადებები, ერთხელ უკვე გაუვიდა რუსეთს, როცა ერთი წლის წინ უკვე განახორციელა არნახული კიბერშეტევა, ხელისუფლებას ხმაც არ ამოუღია, სანამ აშშ-მა არ გააკეთა განცხადება რომ ამის უკან იდგა რუსეთი“, - განაცხადა გოცირიძემ.
შსს-ს ინფორმაციით, უცხო ქვეყნის სპეცსამსახურებმა ლუგარის ლაბორატორიასა და ჯანდაცვის სამინისტროს კომპიუტერულ სისტემაზე კიბერთავდასხმა განახორციელეს.