დიდი აქცენტები კეთდება, ჩამოვა თუ არა სააკაშვილი საქართველოში, აგერ თქვენ და აგერ მე, რისი ჩამომსვლელია, აქ კი არ ჩამოვა, როგორც ჩანს, იქიდანაც გამოაგდებენ, – ამის შესახებ რეჟისორმა, გოგა ხაინდრავამ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
როგორც გოგა ხაინდრავამ აღნიშნა, აბსოლუტურად გასაგებია, რომ ვერანაირი გზით, სააკაშვილი საქართველოში ვერ ჩამოვა.
„ჯერ ერთი სააკაშვილი არ არის საქართველოს მოქალაქე, საქართველოს არამოქალაქე ვერ გახდება ქვეყნის პრემიერ-მინისტრი, ეს ყველასთვის ცნობილია. მეორეც, სამ საქმეზე არის მსჯავრდებული, რამდენიმე საქმეზე კი, გამოძიება გრძელდება. ის არის კურდღელი და ყველამ კარგად ვიცით, რისი ჩამომსვლელია, მაგრამ ამის შესახებ მიდის დაუმთავრებელი პოლიტვნებები, ჩამოვა-არჩამოვა, იქ დებატები არის ამასთან დაკავშირებით, ეს სამარცხვინო და სასაცილოა. ყველს კარგად გვესმის, რომ, ასე ვთქვათ, ცარიელი ქარიშხალია ჭიქაში. მიუხედავად ამისა, ამაზე დიდი აქცენტები კეთდება ჩამოვა თუ არა სააკაშვილი, აგერ თქვენ და აგერ მე, რისი ჩამომსვლელია. აქ კი არ ჩამოვა, როგორც ჩანს, იქიდანაც გამოაგდებენ. ვინც უკრაინის პრესას ეცნობა, ის ხედავს რა მდგომარეობაა. ვაშალომიძე გამოაგდეს ჯერ ზელენსკის კაბინეტიდან, შემდეგ უკრაინიდან, საყვარელიძეც მიაყოლეს ზედ და სააკაშვილსაც ზედ მიაყოლებენ. ეს თავიდანვე ნათელი იყო. ქართულ საზოგადოებას მივმართავ, აქ ვინ რას დაწერს და რას იტყვის, ნაკლებად საინტერესოა“, – განაცხადა გოგა ხაინდრავამ.