პრინცმა ჰარიმ და მეგან მარკლმა Netflix-თან კონტრაქტი გააფორმეს

პრინცმა ჰარიმ და მეგან მარკლმა Netflix-თან კონტრაქტი გააფორმეს

ბრიტანეთის პრინცმა ჰარიმ და მისმა ცოლმა მეგან მარკლმა, რომლებმაც სამეფო უფლებამოსილებაზე უარი თქვეს, კომპანია Netflix-თან რამდენიმეწლიანი კონტრაქტი გააფორმეს. ამის შესახებ BBC იტყობინება.

გამოცემის ინფორმაციით, ჰარიმ და მეგანმა საპროდიუსერო კომპანია დააფუძნეს, რომელიც დოკუმენტურ და მხატვრულ ფილმებს, სერიალებს და საბავშვო პროგრამებს გამოუშვებს. მათი ექსკლუზიური ჩვენების უფლება კი Netflix-ს ექნება.

კონტრაქტის თანხა არ საჯაროვდება. ცნობილია, რომ ბოლო თვეების განმავლობაში წყვილი მოლაპარაკებებს Disney-სა და Apple-თანაც აწარმოებდა. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, საუბარი იყო კონტრაქტზე, რომლის ღირებულებაც დაახლოებით 100 მილიონ დოლარს შეადგენდა.