ბათუმში მიკროავტობუსის მძღოლს კორონავირუსი დაუდასტურდა

ბათუმში მიკროავტობუსის მძღოლს კორონავირუსი დაუდასტურდა

ბათუმში, ნომერ მეშვიდე მიკროავტობუსის მძღოლს კორონავირუსი დაუდასტურდა, - ამის შესახებ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მეთაურმა, თორნიკე რიჟვაძემ პრესკონფერენციაზე საუბრისას განაცხადა.

„ბათუმში გამოგვივლინდა ახალი შემთხვევა, საუბარია ეგრეთ წოდებული ნომერ მეშვიდე ყვითელი ავტობუსის ხაზზე, რომელიც მოძრაობს ხელვაჩაური-ბათუმის მიმართულებით. მინდა, ყველას მოვუწოდო და ვთხოვო, ვისაც ამ კონკრეტულ სამარშუტო ხაზთან შეხება ჰქონდა, ყველამ მიმართოს იმ კონკრეტულ წერტილებს, რომლებიც მოქმედებს ბათუმში“, – განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.