პოპულარულ ბრიტანელ მომღერალ ედ შირანს და თავის ცოლს, ჩერი სიბორნს შვილი შეეძინათ. ამის შესახებ შირანმა Instagram-ზე დაწერა.
მისი თქმით, გოგო გასულ კვირას დაიბადა და მას ლირა ანტარქტიკა დაარქვეს. წყვილისთვის ეს პირველი შვილია. დედა და ახალშობილი თავს მშვენივრად გრძნობენ. „მეცხრე ცაზე ვართ“, - დაწერა შირანმა. დეკემბრის შემდეგ ეს მისი პირველი პოსტია სოციალურ ქსელში.
ჩერი სიბორნი და ედ შირანი ერთმანეთს ბავშვობიდან იცნობენ - ისინი ერთ სკოლაში სწავლობდნენ. წყვილი 2019 წლის ზამთარში დაქორწინდა.