ვენეციის საერთაშორისო კინოფესტივალ დღეს იხსნება, თუმცა განსხვავებულად. წითელ ხალიჩასთან ფანები ვერ შეიკრიბებიან. ფესტივალზე სავალდებულო იქნება დისტანციის დაცვა, ტემპერატურის შემოწმება და დეზინფექცია.
პირბადეების ტარება სავალდებულო გახდება ღია სივრცეში გამართულ ღონისძიებებზე და პრესკონფერენციებზეც.
კინოდარბაზებს მაყურებელი მხოლოდ ნახევრად შეავსებს. დეზინფექცია რეგულარულად ჩატარდება საჯარო სივრცეში. ვენეციის 77-ეკინოფესტივალი 12 სექტემბერს დასრულდება.