“უფალი მეფობს” - ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში გალა-კონცერტი გაიმართა.
საღამო სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია II -ის აღსაყდრებიდან 35 და დაბადების 80 წლის იუბილეს მიეძღვნა. გალა კონცერტს საქართველოს პრემიერ-მინისტრი მეუღლესთან ერთად დაესწრო.