ბიძინა ივანიშვილმა ჟურნალისტებისთვის კომენტარი გააკეთა, სადაც აღნიშნა, რომ კოალიცია "ქართული ოცნების" შესაძლო დაშლაზე საუბარი ნაადრევია. მისივე თქმით, თვითმმართველობის არჩევნებში პარტიების ცალ-ცალკე მონაწილეობაზე საუბარი არ ყოფილა.
თუ „რესპუბლიკურ პარტიას" ან კოალიციაში შემავალ სხვა ძალას ექნება არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილეობის სურვილი, რა თქმა უნდა, შეუძლიათ ამის გაკეთება, თუმცა, ეს კოალიციის დონეზე ჯერ განხილული არ ყოფილა. ჯერჯერობით კოალიციას ვინარჩუნებთ, ამიტომ დაშლაზე საუბარი ჯერ არ არის და ნაადრევია", - აღნიშნა პრემიერ–მინისტრმა ლევან ბერძენიშვილის დღევანდელი განცხადების კომენტირებისას.