ასტეროიდი 2011 ES4, რომლის დიამეტრი 22-დან 49 მეტრამდეა, 1-ელ სექტემბერს დედამიწას ჩაუფრენს. ამის შესახებ ინფორმაცია NASA-ს ვებგვერდზე გავრცელდა.
გავრცელებული ცნობით, ის დედამიწას 121 000 კილომეტრის მოშორებით ჩაუვლის, რაც დედამიწასა და მთვარეს შორის მანძილზე ორჯერ ნაკლებია.
როგორც Business Insider-ი წერს, შემდეგში ასეთ მანძილზე დედამიწას ასტეროიდი 2008 DB მოუახლოვდება და ეს 2032 წელს მოხდება.