ჩვენ საქმე გვაქვს უპასუხისმგებლო პოლიტიკოსებთან, - ასე გამოეხმაურა თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი სესიაშვილი აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარისა და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერის, ლევან ვარშალომიძის საქართველოში დაბრუნებას.
„როცა, როგორც სააკაშვილი, ისე ვარშალომიძე უკრაინას ჰპირდებოდნენ, საკუთარი პასუხისმგებლობით, რაღაც ინვესტიციების მოზიდვასა და რეფორმების მთელ რიგს და უცებ ვხედავთ, რომ არც იქ გამოსდით საქმე, არც აქ, აქეთ-იქით დადიან და მხოლოდ ბაქიბუქობენ, მგონი, ჯერ კითხვა უნდა დავუსვათ, უკრაინაში რომ დაინიშნა საინვესტიციო ფონდის ხელმძღვანელად, იქ რა გააკეთა და მერე ვკითხოთ, თუ იქ კარგად გამოსდიოდა, აქ რატომ ჩამოდის?“, - განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.
აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი ლევან ვარშალომიძე 30 აგვისტოს საქართველოში დაბრუნდა. ის ბათუმში, საკარანტინო სივრცეშია გადაყვანილი.
ლევან ვარშალომიძე მაისში უკრაინაში ერთიანი საინვესტიციო ოფისის ხელმძღვანელად დაინიშნა.