ჩედვიკ ბოუსმენის Twitter-ის ბოლო პოსტმა ლაიქების რეკორდი დაამყარა

ჩედვიკ ბოუსმენის Twitter-ის ბოლო პოსტმა ლაიქების რეკორდი დაამყარა

„შავი ავაზას“ ოფიციალური Twitter გვერდის ბოლო პოსტმა, პლატფორმის არსებობის ისტორიაში, ლაიქების მხრივ ყველა დროის რეკორდი დაამყარა.

აღსანიშნავია, რომ „ტვიტში“ ბოუსმენის სურათი და ტექსტია, რომელიც მისი ოჯახის წევრების მიერაა დაწერილი და გარდაცვალების შესახებ იუწყება.

ამ დროისთვის პოსტს 6,5 მილიონზე მეტი ლაიქი აქვს.

ამერიკელი მსახიობი, ჩედვიკ ბოუსმენი 28 აგვისტოს გარდაიცვალა.

მსახიობს მსხვილი ნაწლავის სიმსივნის დიაგნოზი 4 წლის წინ დაუსვეს, თუმცა ამის შესახებ მედიაში სხვა ინფორმაცია არ გასაჯაროვებულა.