ამერიკელი მსახიობი, „შავი ავაზას“ ვარსკვლავი ჩედვიკ ბოუსმენი გარდაიცვალა. BBC-ის ინფორმაციით, 43 წლის მსახიობი სახლში გარდაიცვალა.
მსახიობს მსხვილი ნაწლავის სიმსივნის დიაგნოზი 4 წლის წინ დაუსვეს, თუმცა ამის შესახებ მედიაში სხვა ინფორმაცია არ გასაჯაროებულა.
შავი ავაზა - Marvel Comics-ის ერთ-ერთი პერსონაჟია, რომელიც შექმნეს მწერალმა სტენ ლიმ და მხატვარმა ჯეკ კირბიმ. ის ასევე ჩნდება ფილმში „კაპიტანი ამერიკა: სამოქალაქო ომი“, ხოლო ცალკე ფილმი მის შესახებ, მთავარ როლში ჩედვიკ ბოსმანის მონაწილეობით, 2018 წელს გამოვიდა.