ამ ქალ­მა ჩვენ, ფაქ­ტობ­რი­ვად, მეზობლების ომში გადაგვაქ­ცია მხა­რედ - ბაჩალიაშვილის დედის სკანდალური განცხადების შეფასება

ამ ქალ­მა ჩვენ, ფაქ­ტობ­რი­ვად, მეზობლების ომში გადაგვაქ­ცია მხა­რედ - ბაჩალიაშვილის დედის სკანდალური განცხადების შეფასება

თა­მარ ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლის დე­დის - თე­ო­ნა თა­მა­ზაშ­ვი­ლის მტკი­ცე­ბით, თა­მუ­ნამ შემ­თხვე­ვით გახ­სნა იმ სამი მა­ღალ­ჩი­ნოს­ნის ფა­ი­ლი, რომ­ლე­ბიც ია­რა­ღით ვაჭ­რო­ბა­ში არი­ან ჩარ­თულ­ნი:

"და­დონ სა­ტე­ლი­ტუ­რი სუ­რა­თე­ბი, სა­დაც გა­მოჩ­ნდე­ბა, იდგა თუ არა 4 დღის გან­მავ­ლო­ბა­ში თა­მუ­ნას მან­ქა­ნა იქ, სა­დაც იდგა. მე­ო­რე - ამ სა­ტე­ლი­ტუ­რი სუ­რა­თე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე მოხ­დეს მუხ­ლის გა­დაკ­ვა­ლი­ფი­ცი­რე­ბა და და­სა­ხელ­დეს მკვლე­ლი, თუ - მკვლე­ლე­ბი. აზერ­ბა­ი­ჯა­ნის და თურ­ქე­თის მთავ­რო­ბებს მო­ვუ­წო­დებ, და­ინ­ტე­რეს­დნენ და სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბას მოს­თხო­ვონ იმ სამი მა­ღალ­ჩი­ნოს­ნის შე­სა­ხებ ფა­ი­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც ჩემ­მა შვილ­მა შემ­თხვე­ვით გახ­სნა და გა­შიფ­რა, თუ რო­გორ მა­რაგ­დე­ბო­და ყა­რა­ბა­ღის ომი ია­რა­ღით".

სა­ერ­თა­შო­რი­სო კა­ნონ­მდებ­ლო­ბით ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა დაც­ვი­სა და პე­ნი­ტენ­ცი­უ­ლი სის­ტე­მის რე­ფორ­მის ეროვ­ნუ­ლი ასო­ცი­ა­ცი­ის პრე­ზი­დენ­ტი ემ­ზარ სა­ბა­ნა­ძე ambebi.ge-სთან თე­ო­ნა თა­მა­ზაშ­ვი­ლის ამ გან­ცხა­დე­ბას ან­ტი­სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რივს უწო­დებს:

"ეს ქალ­ბა­ტო­ნი აუ­ცი­ლებ­ლად და­სა­კი­თხია და იგი ვალ­დე­ბუ­ლია და­ა­სა­ხე­ლოს წყა­რო. ეს მისი ვერ­სია კი არაა, რო­გორც მის­მა ად­ვო­კატ­მა ბრძა­ნა, არა­მედ ის პირ­და­პირ ამ­ბობს და ირ­წმუ­ნე­ბა, რომ სა­უ­ბა­რი იყო თან­ხის გა­და­რი­ცხვებ­ზე და სომ­ხე­თის მხა­რის მიერ ია­რა­ღის შე­ძე­ნა­ზე. ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლი პროგ­რა­მის­ტი თუ იყო, მუ­შა­ობ­და ორ კომ­პა­ნი­ა­ში და ხომ გა­სარ­კვე­ვია, რო­მელ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ა­ში მუ­შა­ო­ბის დროს გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა ეს ტრან­ზაქ­ცია?

ეს პი­როვ­ნე­ბა პირ­და­პირ ითხოვს თურ­ქე­თი­დან და აზერ­ბა­ი­ჯა­ნი­დან ამ საქ­მე­ში ჩა­ე­რი­ონ და მი­ი­ღონ ინ­ფორ­მა­ცი­ე­ბი. წარ­მო­იდ­გი­ნეთ, რომ ამ ქალ­ბა­ტონ­მა ჩვენ, ფაქ­ტობ­რი­ვად, ომში გვაქ­ცია მხა­რედ, სომ­ხე­თის დამ­ხმა­რედ. ეს უკვე ძა­ლი­ან ცუდი რა­მეა, თან თუ იმას გა­ვით­ვა­ლის­წი­ნებთ, რომ 1921 წლის ყარ­სის ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის 100 წლის­თა­ვი მო­დის და დღის წეს­რიგ­ში მისი გა­და­ხედ­ვის სა­კი­თხი დგე­ბა.

ამ პი­როვ­ნე­ბამ ეს ინ­ფორ­მა­ცია თუ არ და­ა­დას­ტუ­რა, ამ შემ­თხვე­ვა­ში მისი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის სა­კი­თხი უნდა დად­გეს. პრო­კუ­რა­ტუ­რამ ძა­ლი­ან კარ­გად იცის, ამ ქალ­ბა­ტო­ნის ქმე­დე­ბა რა სის­ხლის სა­მარ­თლის და­ნა­შა­უ­ლის ნიშ­ნებს შე­ი­ცავს. მან ან წყა­რო უნდა და­ა­სა­ხე­ლოს და ინ­ფორ­მა­ცია მი­ა­წო­დოს შე­სა­ბა­მის ორ­გა­ნოს, ან უნდა დად­გეს მისი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის სა­კი­თხი. რო­გორც კი ეს ინ­ფორ­მა­ცია გა­ავ­რცე­ლა, ეგ­რე­ვე, აქ­ცი­ი­დან­ვე უნდა წა­ეყ­ვა­ნათ და­კი­თხვა­ზე. თან პრო­კუ­რა­ტუ­რის შე­ნო­ბის წინ იყო და რას ელო­დე­ბი­ან ეს და­ლოც­ვი­ლე­ბი?! " - განუცხადა "ამბებს" სა­ბა­ნა­ძემ.