ავსტრალიაში ტროპიკული კუნძულის მეთვალყურის ვაკანსია გამოცხადდა

ავსტრალიაში ტროპიკული კუნძულის მეთვალყურის ვაკანსია გამოცხადდა

ავსტრალიაში ტროპიკული კუნძულის მეთვალყურის ვაკანსია გამოაცხადეს.

კონკურსში გამარჯვებულს კუნძულზე ცხოვრება, შენობებისა და ინფრასტრუქტურის მოვლა, ტუროპერატორებთან ურთიერობა, დალაგება, ტერიტორიის კეთილმოწყობა მოუწევს.

„კუნძულის მეთვალყურეები სამოთხეში ცხოვრობენ. ტროპიკულ კუნძულზე, რომელიც დიდი ბარიერული რიფითაა გარშემორტყმული, წესრიგის დაცვა იოლი არ გახლავთ“, – განაცხადა რიფების დაცვის სამმართველოს დირექტორის მოადგილემ.

კუნძული ავსტრალიის შტატ ქუინსლენდიდან 15 კილომეტრში მდებარეობს.