მე ვბრუნდები, განაცხადა სულ რამდენიმე დღის წინ მიხეილ სააკაშვილმა და ოპტიმიზმითაც აავსო მხარდამჭერთა არმია, და როგორც ჩანს ჩამოსასვლელი გზამკვლევიც მოძებნა, ლევან ვარშალომიძის სახით. უფრო სწორედ დატესტა თავისებურად, იმედიც და გათვალაც ალბათ ჰქონდა დამხვედრი აუდიტორიის სიმრავლეზე”,- ამის შესახებ ექსპერტი საბანკო-საფინანსო საკითხებში გიორგი ცუცქირიძე სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, საინტერესოა ხომ არ უკავშირდება უკრაინის "საინვესტიციო იმედად" შერაცხული ვაშალომიძის ნაადრევი ვიზიტი და თავად სააკაშვილი უკრაინიდან წამოსვლის დაანონსებაც, უკრაინაში წარუმატებელი რეფორმებს.
,,სააკაშვილის ბოლო ვიდეო მიმართვა და მისი მსტოვრის ეს ვიზიტიც თავისებური გათვლა იყო, რასაც უნდა შეექმნა მისი დაბრუნების გარდაუვალობა, თუმცა რამდენად გამოუვიდა ეს უკვე სხვა საკითხია. თავად დამხვედრ მხარადმაჭერთა აშკარად სიმცირემ, რაც თითზე ჩამოსათვლელი ადამიანების რაოდენობით შემოიფარგლა, კიდევ ერთხელ დაადასტურა ის რეალობა, რომ ქართული საზოგადოება არც 2003 წელში და არც 2012 წელშია დარჩენილი. ნაციონალური მოძრაობის და მასთან აფილირებული ოპოფლანგის იმედები, რომ გლობალური პანდემია და ეკონომიკური პრობლემები, რაზეც დღემდე სიცრუის ფაბრიკაციით და მანიპულირებით ცდილობს ნაცოპოზიციის მხარდამჭერი მედია, საპროტესტო მუხტის ასაწევად არ გამართლდა. კრიზისამდეც, მათი იდეისაგან გაცლილი შეთხელებული თეატრალიზირებული პერფომანსებიც ამის თავისებური მდგენელი იყო. ისე კი საინტერესოა, ლამის უკრაინის "საინვესტიციო იმედად" შერაცხული ვაშალომიძის ნაადრევი ვიზიტი და თავად სააკაშვილი უკრაინიდან წამოსვლის დაანონსებაც, ხომ არ უკავშირდება, უკრაინაში წარუმატებელი რეფორმების და საინვესტიციო ჩავარდნის თავის დაღწევის მორიგ მცდელობას?- წერს გიორგი ცუცქირიძე.