ყურადღება აუცილებლად უნდა მივაქციოთ იმ ფაქტს, რომ რადიკალების გუშინდელი აქცია, რომლის სცენიდანაც, უკვე საჯაროდ, „მებრძოლების" (!) მიერ ხელისუფლების „დამხობის" (!) და „ყველას დასჯის" (!) პირობა დაიდო, ევროკავშირის დაფინანსებული იყო, - წერს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში.
„საგანგაშოა, რომ, ამგვარი ქცევით, ევროკავშირის საელჩო, ქართველების თვალში, ევროკავშირს და ექსტრემიზმს ერთმანეთთან საბოლოოდ აკავშირებს“, - აღნიშნავს პაპუაშვილი.
მე მგონია, უველა პარტიამ უნდა დაწეროს თავისი მიდგომა შემდეგ საკითხებზე: 1. კორუფცია 2.განათლება. 3. ჯანდაცვა 4.სოფლის მეურნეობა 5.ანტიმონოპოლიური პოლიტიკა 6.სიღარიბესთან ბრძოლა 7. უმუშევრობა 8.ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის პოლიტიკა 9 რაა მთავარი, უსაფრთხოება, თუ სხვის დაკრულზე ცეკვა 10 რატომაა ან ევროპა, ან რუსეთი ხსნა?
ყველა ამ საკითხზე თითოზე 2-3 გვერდზე სიტყვების რახარუხის გარეშე დასაბუთება და არგუმენტები, რომ არც წაკითხვა დაეზაროს ვინმეს და გასაგებიც იყოს!!!