გურამ მაჭარაშვილი: ეს ხალხი - ვაშაძე, გვარამია ახლაც უარს აცხადებს საგამოძიებო კომისიის სხდომაში მონაწილეობაზე, რადგან სათქმელი არაფერი აქვთ

გურამ მაჭარაშვილი: ეს ხალხი - ვაშაძე, გვარამია ახლაც უარს აცხადებს საგამოძიებო კომისიის სხდომაში მონაწილეობაზე, რადგან სათქმელი არაფერი აქვთ

განვიხილავთ 2003-2012 წლებში, ასევე 2012 წლიდან დღემდე ადამიანების მიერ ქვეყნის ღალატის პროცესს, ასევე როგორ ხდებოდა საქართველოს, როგორც სახელმწიფოს პირდაპირი წესით დამაზიანებელი განცხადებები ქვეყნის გარეთ, ბრიუსელში, ვაშინგტონში და ა.შ, - განაცხადა პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა.

დეპუტატი ასევე გამოეხმაურა, გიორგი ვაშაძის, ნიკა გვარამიასა და მამუკა ხაზარაძის წერილობით უარს საგამოძიებო კომისიის დღევანდელ სხდომაზე ჩართვასთან დაკავშირებით.

„ეს ხალხი - ვაშაძე, გვარამია ახლაც უარს აცხადებს, იმიტომ რომ სათქმელი არ აქვთ არაფერი. თვითონ ამბობენ, რომ არიან დევნილები, მათ დევნიან. თვითონ იგდებენ თავს ისეთ მდგომარეობაში, რომ უნდათ საზოგადოებას შეასაღონ, რომ არიან დევნილები. პირიქით, დევნილი ადამიანი ცდილობს, რომ სადღაც მივიდეს და რაღაცა საჯაროდ თქვას“, - აცხადებს მაჭარაშვილი.