არჩევნების შემდეგ შეწყალებული საშიში დამნაშავეები. სასჯელაღსრულების სამინისტრო პრეზიდენტის მიერ გათავისუფლებული იმ პატიმრების სიას აქვეყნებს, რომლებიც მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისთვის იხდიდნენ სასჯელს. განზრახ მკვლელობა, მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებებში, ყაჩაღობა-სტატისტიკა საგანგაშოა-მძიმე დანაშაულისთვის გასამართლებულ და სახლში გაშვებულ პირთა რაოდენობა 532-ს აღწევს. მთავრობა საბოტაჟზე საუბრობს. უფლებადამცველებს კი ეჭვი აქვთ, რომ 1 ოქტომბრის შემდეგ ამ კატეგორიის პატიმართა ციხიდან გაშვება წინასწარ შემუშავებული სქემით და შეწყალების კომისიის გვერდის ავლით დაიგეგმა.