პოლიტიკური გადაწყვეტილება თუ ტექნიკური პრობლემა - ქართველი პილიგრიმები საშობაოდ ისრაელში ვერ გაემგზავრებიან. საპატრიარქომ მომლოცველთა 46-კაციან სიაზე ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტროდან უარი მიიღო. ოფიციალური მიზეზი ცნობილი არ არის. ცოტა ხნის წინ მეცხრე არხი ისრაელში საქართველოს ელჩს ტელეფონით დაუკავშირდა. არჩილ კეკელია წმინდა მიწაზე წასვლის მსურველებისთვის შექმნილ პრობლემას ტექნიკურ ხარვეზებს უკავშირებს.