ერთდროულად ორი აქცია თბილისში. პარლამენტთან და გმირთა მოედანზე დღეს ვეტერანები შეიკრიბნენ. ომის მონაწილეთა ნაწილმა პრეზიდენტის გადადგომა მოითხოვა, საინიციატივო ჯგუფის მეორე ნაწილმა კი 2 წლის წინ დარბეული აქცია გაიხსენა. 2011 წლის 3 იანვარს სოციალური შეღავათების აღდგენის მოთხოვნით შეკრებილი ვეტერანები სამართალდამცავებმა ძალის გამოყენებით დაშალეს.