აჭარელი გლეხების პროტესტი. რეგიონში მცხოვრები მოსახლეობის ნაწილი აქციების დაწყებით იმუქრება. მიზეზი გაუსაღებელი ციტრუსია. გასაღების ბაზრების სიმრავლის მიუხედავად, აჭარაში მანდარინი ლპება. პრობლემები ექმნებათ იმ ოჯახებსაც, რომლებსაც ციტრუსი ქარხნებში უკვე ჩაბარებული აქვთ. მათ დიდ ნაწილს თანხა ამ დრომდე არ მიუღია.