ირინა შეიკი Vogue-ის ყდაზე მაკიაჟის გარეშე გამოჩნდა

ირინა შეიკი Vogue-ის ყდაზე მაკიაჟის გარეშე გამოჩნდა

რუსი სუპერმოდელი ირინა შეიკი ჟურნალ Vogue-ის იტალიური ვერსიის ყდაზე მაკიაჟის გარეშე გამოჩნდა. ჟურნალის გარეკანის ფოტო 34 წლის შეიკმა Instagram-ზე გამოაქვეყნა.

აღსანიშნავია, რომ იტალიური Vogue-ის ახალ ნომერს 100 სხვადასხვა ყდა ექნება. შეიკის გარდა, ფოტოსესიაში მოდელმა სინდი კროუფორდმა, მისმა შვილმა კაია გერბერმა, ამერიკელმა მოდელმა ბელა ჰადიდი და სხვა ცნობილებმა მიიღეს მონაწილეობა. ყველა მათგანი ჟურნალის ყდაზე ასევე მაკიაჟის გარეშე იქნება წარმოდგენილი.