რა გახდა მარნეულში მომხდარი საზარელი მკვლელობის რეალური მიზეზი - საქმეში ახალი დეტალები გამოიკვეთა. დანაშაულის მოტივებზე ეჭვმიტანილის მამა პირველად ალაპარაკდა. წინასწარი ინფორმაციით, ალგეთში მცხოვრები ცოლ-ქმარი დოვრუშოვები ეჭვიანობის ნიადაგზე მოკლეს. თავდასხმიდან მესამე დღეს კვლავ მძიმე რჩება მოკლულთა შვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა. ვალი დოვრუშოვი მაშინ დაიჭრა, როდესაც დედ-მამის დახოცვის შემდეგ მის სახლს ხელყუმბარა ესროლეს. დანაშაულში ეჭვმიტანილს სამართალდამცავები ამ დრომდე ეძებენ.