საროსკიპოები თბილისის ცენტრში. ახვლედიანის, ყოფილი პეროვსკაიას ქუჩა-ნომერი 8, 9, 10 და 17-მეცხრე არხის გადამღებმა ჯგუფმა დღეს 4 ბორდელი აღმოაჩინა. საროსკიპოების შესახებ ინფორმაცია ადგილობრივი მოსახლეობისგან მივიღეთ. აბრის მიხედვით, შენობებში ჩინური მასაჟის ცენტრებია განთავსებული. თუმცა ადგილზე შესულებს მასაჟის გარდა სხვა მომსახურებასაც სთავაზობენ. რეპორტაჟის გასვლის შემდეგ დედაქალაქში მოქმედი არალეგალური საროსკიპოებით სამართალდამცავები უნდა დაინტერესდნენ.ფარული კამერით გადაღებული მასალა ნახეთ ნოდარ ჩაჩუას რეპორტაჟში.