მარკ დევიდ ჩეპმენს, რომელმაც 1980 წელს ჯგუფ „ბითლზის“ წევრი ჯონ ლენონი მოკლა, ვადამდე გათავისუფლებაზე უარი მეთერთმეტედ ეთქვა. ინფორმაციას ამის შესახებ CNN-ი ავრცელებს.
ვადამდე გათავისუფლების მოთხოვნა კი სასამართლომ მიმდინარე 19 აგვისტოს განიხილა. ნიუ-იორკის სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ინფორმაციით, 65 წლის ჩეპმენი პატიმრობაში კიდევ სულ მცირე 2 წელს გაატარებს, ვადამდე გათავისუფლების მოთხოვნის უფლებას კი მხოლოდ 2022 წლის აგვისტოში მიიღებს.
ჩეპმენმა ლენონი 1980 წლის 8 დეკემბერს ნიუ-იორკში, მანჰეტენზე მოკლა, როდესაც მუსიკოსი და მისი ცოლი იოკო ონო სტუდიიდან სახლში ბრუნდებოდნენ. ჩემპენი შემთხვევის ადგილზევე დააკავეს და მან დანაშაული აღიარა.