ვაშინგტონის ნაციონალურ ზოოპარკში ხელოვნური განაყოფიერების გზით პანდამ ბელი გააჩინა, - ამის შესახებ ინფორმაციას ABC News-ი ავრცელებს.
ვაშინგტონის ნაციონალურმა ზოოპარკმა 21 აგვისტოს საზოგადოებას კორონავირუსული პანდემიის ფონზე პოზიტიური ამბავი აცნობა.
22 წლის გიგანტურმა პანდამ, ბელი გააჩინა. პანდა 22 მარტს, მამალი პანდის სპერმით ხელოვნურად გაანაყოფიერეს, ხოლო ივლისში კი ორსულობის სიმპტომებიც გამოჩნდა.
„გიგანტური პანდები გადაშენების პირას მყოფი სახეობების საერთაშორისო სიმბოლო და იმედია. ამ ახალშობილი ბელის მეშვეობით კი ჩვენ შევძელით, რომ სამყაროსთვის ამ მძიმე ჟამს სიხარული მიგვენიჭებინა“, - აღნიშნა ზოოპარკის დირექტორმა.