კეტი პერის შვილი შეეძინა - ამის შესახებ ინფორმაცია ოფიციალურად დადასტურდა.
ახალშობილი გოგოა და მას დეიზი დოვ ბლუმი დაარქვეს.
„კეთილი იყოს შენი მობრძანება სამყაროში დეიზი! სიხარულით გაუწყებთ ჩვენი კეთილი ნების ელჩების, კეტი პერისა და ორლანდო ბლუმის ბედნიერების ახალ მიზეზს“, – წერს Unicef-ი Twitter-ზე.
ეს 35 წლის ამერიკელი მომღერლისა და 43 წლის ინგლისელი მსახიობის, ორლანდო ბლუმის პირველი შვილია.
შეგახსენებთ, რომ კეტი და ორლანდო ერთმანეთს 2016 წლიდან ხვდებიან, მათი ქორწილი 2019 წლის დეკემბერში იყო დაგეგმილი, თუმცა გარკვეული მიზეზების გამო ის 2020 წელს იაპონიში გადაიტანეს. პანდემიის გავრცელების გამო წყვილმა ქორწილის ეს თარიღიც გააუქმა.