ელენე ხოშტარიამ

ელენე ხოშტარიამ "პატრიოტთა ალიანსის" დაფინანსების შესწავლის მოთხოვნით პროკურატურაში განცხადება შეიტანა

ოპოზიცია "პატრიოტთა ალიანსის" წინააღმდეგ - პარტიები ითხოვენ, დადგინდეს, იღებენ თუ არა საარჩევნოდ რუსეთიდან დაფინანსებას ირმა ინაშვილი და დავით თარხან-მოურავი.

დღეს გენერალურ პროკურატურაში ვაკის მაჟორიტარობის კანდიდატმა ელენე ხოშტარიამ საკითხის შესწავლის მოთხოვნით განცხადება შეიტანა. საკითხი აქტუალური მას შემდეგ გახდა, რაც რუსულ მედიაში კრემლის მიერ საქართველოში "პატრიოტთა ალიანსის" დაფინანსების შესახებ სკანდალური სტატია გამოქვეყნდა.

"არანაირი განცხადების შეტანა არ სჭირდება იმას, რომ ღირსეული, ნორმალური სახელმწიფოს პროკურატურა მსგავსი ინფორმაციის გამოქვეყნებისთანავე უნდა საგანგებოდ იწყებდეს გამოძიებას ძალიან ბევრი მუხლით - როგორც იმ მუხლით, რომ დაფინანსება უცხო ქვეყნიდან, მით უმეტეს ოკუპანტი ქვეყნიდან, ეს არის დანაშაული, ასევე, შესაძლო შპიონაჟი, ზოგადად სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული ქმედებები წინასაარჩევნოდ. რუსეთის მხრიდან ეს ახალი არ არის," - განაცხადა "ევროპული საქართველოს" წევრმა ელენე ხოშტარიამ.

"ნაციონალური მოძრაობის" წევრის სალომე სამადაშვილის განცხადებით, სანამ გამოძიება არ დასრულდება "პატრიოტთა ალიანსს" არჩევნებისთვის რეგისტრაცია უნდა შეუჩერდეს.

"ორი რამ უნდა მოხდეს რეალურად - ერთი უნდა დაიწყოს გამოძიება, და მეორე, შეუჩერეს "პატრიოტთა ალიანსს" რეგისტრაცია არჩევნებისთვის, სანამ გამოძიება არ დასრულდება. მაგრამ "ქართული ოცნება" რომლის სანდო მოკავშირეა "პატრიოტთა ალიანსი", იმიტომ რომ ისინი წარმოადგენენ რუსეთის ორიენტაციის პოლიტიკური ძალების სხვადახვა განშტოებებს, რა თქმა უნდა "ქართული ოცნება" ამას არ გააკეთებს, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი კანონმდებლობა არამხოლოდ შესაძლებლობას აძლევს ხელისუფლებას, რომ ეს გააკეთოს, არამედ პირდაპირ მოითხოვს რომ ეს გაკეთდეს," - აღნიშნა "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა სალომე სამადაშვილმა.

ოქტომბრის არჩევნებზე, კრემლმა თავისი რჩეულები დაასახელა, ესენია "პატრიოტთა ალიანსიდან" ირმა ინაშვილი და დავით თარხან მოურავი - ამის შესახებ საუბარია რუსულ საგამოძიებო სტატიაში. საინფორმაციო სააგენტო "დოსიეს" ინფორმაციით, 8 მილიონი გამოიყო იმისთვის, რომ პატრიოტთა ალიანსის პიარკამპანიამ წინასაარჩევნოდ კიდევ უფრო მეტი მხარდამჭერი მოიზიდოს.

რუსული მედია წერს, რომ კრემლმა სერგეი მიხეევი დაიქირავა, რათა ირმა ინაშვილის საარჩევნო პიარკამპანიას გაუძღვეს. როგორც ცნობილია სერგეი მიხეევი კავკასიის რეგიონში აქტიურად მონაწილეობს სხვადასხვა ქვეყნის არჩევნებში პრორუსული ძალების დასახმარებლად.

 

 

Aburjga Tasmanieli ღმერთმა დალახვროს ამისთანა "პოლიტიკური ძალა", როგორიც ეს უნამუსო "ევროპული საქართველოა" და მისი ურცხვი, უნამუსო, შვისტოკით მორბენალი, მანქანების კაპოტზე მხტომი, უცხოეთიდან მსუყედ დაფინანსებული ეს ხოშტარია და მის დამქაშები არიან! სწორედ ესენი არიან ნეობოლშევიკების მიერ შექმნილი "ახლი უღმერთოთა კავშირი"!!!
4 წლის უკან
Aburjga Tasmanieli ის სტატია, თუ სადმე რუსულ პრესაში რამე გამოქვეყნდა ამ თემაზე, დაწმუნებული ბრძანდებოდეთ ამ ძუნკალი "ევროპული საქართველოს" მფარველი დასავლელი ლიბერალების გაკეთებულია, რომლებსაც რუსეთში უზარმაზარი დასაყრდენი აქვთ, თელი ფინანსური და სამრეწველო სიმძლავრები იმ ლიბერალ გამყიდველებს უჭირავთ ხელში!
4 წლის უკან
Katana .
იმედია, პროკურატურა იმითაც დაინტერესდება, ვისგან ფინანსდება "ევროპულ საქართველოდ" გადაღებილი ნაცების შტო!..

რაც შეეხება . "ყოფილი პოლიტპატიმრის", მიხაილ ხოდორკოვსკის დაარსებულ საგამოძიებო ჟურნალისტურ პლატფორმა „დოსიეს", რომელსაც ეს ინფორმაცია (თუ დეზინფორმაცია) ეკუთვნის, ნაცებში ეჭვს არ იწვევს!
მათ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებისა არ სჯერათ, თორემ თაღლითობისთვის 14- წელმისჯილ და პუტინის მიერ შეწყალებული "პოლიტპატიმრის", ხადარკოვსკის "დოსიეს" ჭეშმარიტებაში როგორ შეიტანენ ეჭვს!

(ცნობისათვის: მიხაილ ხადარკოვსკი - "იუკოსის" ყოფილი მფლობელი, 6 წელიწადში იშოვა 15 მილიარდი დოლარი! დაიჭირა პუტინმა და 14 წელი მიუსაჯეს მაქინაციებით სახელმწიფოს ძარცვისათვის. 10 წლის მოხდის მერე პუტინს ევედრებოდა შეწყალებას "ოჯახური მდგომარეობის" მოტივით. პუტინის მიერ შეწყალებული, პირდაპირ ჟენევაში ჩამოჯდა, იქ დააარსა რამდენიმე კომპანია და ინგლისში გადავიდა საცხოვრებლად...
როგორც ხედავთ, "ყოფილი პოლიტპატიმრის" სტატუსი ერთნაირად შეეფერებათ მიხაილ ხადარკოვსკის და "ევრონაცების" ერთ-ერთ ლიდერს, გიგი უგულავას).
4 წლის უკან
Aburjga Tasmanieli რაც შეეხება სერგეი მიხეევს ეს არის რუსეთის საექსპერტო წრეებში ერთი ყველაზე გამოჩეილი უნიჭიერესი კაცი, ჭეშმარიტი მართლმადიდებელი ნამდვილი რუსი კაცი! ჯერ ამაზე ლაპარაკი არ ყოფილა, მაგრამ თუ პუტინი გადაწყვეტს წავიდეს და თითონ არ დანიშნავს "პრემნიკს"-მემკვიდრეს და სერგე მიხეევი გადაწყვეეტს კენჭი იყაროს რუსეთის პრეზიდენტის პოსტზე, ძალიან დიდი შანსია რუსმა ხალხმა ის აირჩიოს!! მიუხედავად რუსი ლიბერალი ოლიგარქების მოსალოდნელი გააფთრებული წინააღმდეგობისა! თუ პუტინი კიდევ უფრო გააძლიერებს თავის პოზიციებს ისე რომ შეძლებს რუსეთის იმპერიის ინტერესებიდან გამომდინარე დაუპირისპირდეს "ოლიგარქიულ ერთობას" შესაძლოა სცენარი ისეც კი განვითარედეს, რომ მან თითონ დაასახელოს სერგეი მიხეევი მემკვიდრედ!
4 წლის უკან