ხათუნა ლაგაზიძე: ოპოზიციამ მთავარ სამიზნედ ივანიშვილის ნაცვლად გიორგი ვაშაძე გაიხადა და ამ გზით დამარცხებისთვის ემზადება - ის იმედს უცრუებს ამომრჩეველს

ხათუნა ლაგაზიძე: ოპოზიციამ მთავარ სამიზნედ ივანიშვილის ნაცვლად გიორგი ვაშაძე გაიხადა და ამ გზით დამარცხებისთვის ემზადება - ის იმედს უცრუებს ამომრჩეველს

„ოპოზიცია, რომელიც ერთმანეთს ებრძვის, „ოცნების“ წისქვილზე ასხამს წყალს“ - წერს პოლიტოლოგი ხათუნა ლაგაზიძე სოციალურ ქსელში

„ოპოზიცია, რომელიც სხვა ოპოზიციურ ლიდერებს ებრძვის, იმის ნაცვლად, რომ ბოლოს და ბოლოს საარჩევნო კამპანიით დაკავდეს, იმედს უცრუებს და კარგავს ოპოზიციურ ამომრჩეველს, რადგან მათ თვალში ისინი საქმის კეთების ნაცვლად ერთმანეთის დაძირვით არიან დაკავებულნი;

ოპოზიცია, რომელსაც ორიენტირები არევაა: მთავარ სამიზნედ ივანიშვილის ნაცვლად გიორგი ვაშაძე გაიხადა და არჩევნებში ხელისუფლების დასამარცხებელ ენერგიას თავისივე ოპოზიციონერი კოლეგების წინააღმდეგ მიმართავს, ამ გზით მხოლოდ დამარცხებისთვის ემზადება;

ვაშაძეს რა უჭირს, ამ თქვენი კრიტიკის და თავისი აქტიურობის ფონზე მთავარი ოპოზიციური ფიგურა გახდა, მაგრამ ერთმანეთზე წასეული ოპოზიცია ამ ტაქტიკით დამარცხებას რომ იახლოვებთ, ნეტა შიგნით თუ ხვდება ვინმე?!

საჭეს მიხედეთ, საჭეს, სანამ კიდე გვიან არ არის!“

Aburjga Tasmanieli ოპოზიციას, თქვენ რომ ოპოზიციას უწოდებთ, აი იმათ რეალური ამომრჩეველი არ ჰყავთ! ამომრჩეველი ჰყავს "პატრიოტთა ალიანსს", ქართულ ოცნებას თავისთავად და მიხეილ სააკაშვილს! ვსიო! ერთი პაატა ბურჭულაძეს ყავდა და მეორე ახლა ოქრუაშვილს ყავს საბურთალოზე?! )))
4 წლის უკან