სოფიო კილაძე: კარგი იქნებოდა, ელენე ხოშტარიას, როცა ოკუპანტ ქვეყანაში სწავლობდა, მაშინ გახსენებოდა, რომ ის ქვეყანა ოკუპანტია

სოფიო კილაძე: კარგი იქნებოდა, ელენე ხოშტარიას, როცა ოკუპანტ ქვეყანაში სწავლობდა, მაშინ გახსენებოდა, რომ ის ქვეყანა ოკუპანტია

ქალბატონ ელენე ხოშტარიას, როცა ოკუპანტ ქვეყანაში სწავლობდა, კარგი იქნებოდა, მაშინ გახსენებოდა, რომ ოკუპანტია ეს ქვეყანა, - ამის შესახებ ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო კილაძემ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა "ევროპული საქართველოს" წევრის, ელენე ხოშტარიას მოთხოვნას, გამოიძიონ "პატრიოტთა ალიანსის" დაფინანსების წყაროები.

კილაძე ამბობს, რომ მსგავსი ბრალდებები არაერთხელ გაჟღერებულა "ქართული ოცნების" მიმართაც. რაც შეეხება "პატრიოტთა ალიანსის" დაფინანსებას, ამაზე გამოძიების დაწყების საკითხს პროკურატურა გადაწყვეტს.

"ჩემი პირადი პოზიცია მინდა გითხრათ და "ქართული ოცნების" პოზიციაც ეს არის, რომ ჩვენთვის მიუღებელია ნებისმიერი ძალა, რომელიც ოკუპანტ ქვეყანასთან არის რაიმე ფორმით ალიანსში, ან მისგან ფინანსდება. ეს პირველ რიგში კანონის დარღვევაა, მაგრამ ასევე მორალურადაც დაუშვებელი და წარმოუდგენელია, რომ ოკუპანტისგან ვინმე იღებდეს რაიმე დაფინანსებას და შემდეგ ვინმეს ჰქონდეს პრეტენზია, რომ ეს არის ქვეყნის სიყვარულით გაჟღენთილი პარტია. გამოძიება უნდა დაიწყოს თუ არა, ამას გადაწყვეტს პროკურატურა, ეს პროკურატურის დისკრეციაა,"- განაცხადა კილაძემ.

ცნობისათვის, ყოფილი პოლიტპატიმრის, მიხაილ ხოდორკოვსკის დაარსებული საგამოძიებო ჟურნალისტური პლატფორმა „დოსიეს" თანახმად, "პატრიოტთა ალიანსს“ წინასაარჩევნოდ კონსულტაციებს რუსეთის ხელისუფლებასთან დაკავშირებული პირები უწევენ და რუსეთიდან ფინანსდებიან.

Katana . "ყოფილი პოლიტპატიმრის, მიხაილ ხოდორკოვსკის დაარსებული საგამოძიებო ჟურნალისტური პლატფორმა „დოსიეს" თანახმად..."
:)))
რას არ გაიგებ კაცი!.. "იუკოსის" ყოფილი მფლობელი, 6 წელიწადში რომ 15 მილიარდი დოლარი იშოვა... მერე რომ დაიჭირეს და 14 წელი მიუსაჯეს მაქინაციებით სახელმწიფოს ძარცვისათვის... 10 წლის მოხდის მერე პუტინს რომ ეხვეწებოდა შეწყალებას "ოჯახური მდგომარეობის" მოტივით და პუტინის მიერ შეწყალებული რომ პირდაპირ ჟენევაში დასკუპდა, იქ დააარსა რამდენიმე კომპანია, თვითონ კი ინგლისში რომ გადავიდა საცხოვრებლად... იმ "პოლიტპატიმარმა" ხადარკოვსკიმ თუ თქვა, "პატრიოტთა ალიანსს" რუსეთი აფინანსებსო - წყალი არ გაუვა!
ერთი ეგ იყო პოლიტპატიმარი და მეორე - გიგი უგულავა!
4 წლის უკან