მეზობლები არ გამორიცხავენ, რომ თერჯოლაში მამას 11 წლის შვილი ცემისას შემოაკვდა და კვალის დაფარვის მიზნით ხეზე ჩამოკიდა

მეზობლები არ გამორიცხავენ, რომ თერჯოლაში მამას 11 წლის შვილი ცემისას შემოაკვდა და კვალის დაფარვის მიზნით ხეზე ჩამოკიდა

თერჯოლაში 11 წლის მოზარდის გარდაცვალების საქმეზე ახლობლები ახალ ვერსიაზე ალაპარაკდნენ.

ადგილობრივები არ გამორიცხავენ, რომ მამას შვილი ცემის დროს შემოაკვდა, კვალის დაფარვის მიზნით კი ხეზე ამის შემდეგ ჩამოკიდა.

მეზობლების თქმით, დაკავებული ძალადობდა, როგორც შვილებზე, ასევე ცოლზე.

სოფელში მერიის წარმომადგენლის, ფრიდონ კუტალაძის ინფორმაციით, მან ძალადობის შესახებ არ იცოდა, წინააღმდეგ შემთხვევაში პოლიციას აცნობებდა. მისი თქმით, მამაკაცს იცნობდა, მაგრამ არ იცოდა „ოჯახში როგორი იყო“. რწმუნებული პასუხისმგებლობას იმ ადამიანებს აკისრებს, რომლებმაც ინფორმაცია დამალეს.

თერჯოლის მუნიციპალიტეტში მოზარდი გარდაცვლილი 23 აგვისტოს იპოვეს. დაკავებულია გარდაცვლილის მამა, რომელსაც ბრალს დღეს წაუყენებენ. გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით დაიწყო.

Aburjga Tasmanieli გადახედეთ საქართველოში მიმდინარე უბედური შემთხვევების ბოლო 2 თვვი ქრონიკას. კიდევ რა რეალური, ხილული ფაქტი გნებავთ, რომ დაიჯეროთ ღვთის რისხვაა ჩვენი სამშობლოსკენ მომართული! ღმერთი არც მოწყალეა და არც კეთილი! ღმერთი მხოლოდ სამართლიანია! რაც დღეს საქართველოს უბედურება სჭირს ეს არის აღსრულკებული ღვთის სამართალი მთელი ქვეყნის ბოლო 30 წლის კოლექტიური უზნეობის მიმართ!
4 წლის უკან
Aburjga Tasmanieli თუ ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანა ვართ, მაშინ "მეუფე პეტრე" "დეკანოზი მამალაძე" (ზოგადი და კონკრეტული) ამ ღვთისმშობელს ლეჩაქს როცა მოხდიან, ტელევიზორიდან საქვეყნოდ გააუპატიურებენ და ამაზე ერს რეაქცია არ აქვს, ის ერი საბოლოოდ ცოდვაში არის ჩავარდნილი და ღვთის რისხვამაც არ დააყოვნა!
4 წლის უკან