საქართველო დიდი ხანია მზად არის ნატოსთვის, როგორც სამხედრო, ასე პოლიტიკურ საკითხებში - ამის შესახებ ანალიტიკოსმა, ამირან სალუქვაძემ „ქრონიკაში“ განაცხადა.
„შეფასებები რაც ჩვენთან მიმართებაში კეთდება იმაზე მეტყველებს, რომ საქართველო ამ წლების განმავლობაში სწორ საგარეო ორიენტირებას აკეთებს და საგარეო მიმართულებით სწორად ვითარდება და ასევე მეტყველებს იმაზე, რომ პოლიტიკურ წრეებში საქართველოსთან მიმართებაში საკმაოდ პოზიტიური განწყობები ნარჩუნდება და მეტიც, ეს განწყობები უმჯობესდება“, - აღნიშნა ანალიტიკოსმა.
ნატოს ჯარების ყოფილმა მთავარსარდალმა, ფილიპ ბრიდლავმა განაცხადა, რომ საქართველომ ყველა მოლოდინს გადააჭარბა და ნატოში წევრობის „ფინიშის ხაზი“ დიდი ხნის წინ გადაკვეთა.