შაქარაშვილის ბიძა: „სანამ შემიძლია ვაკავებ ხალხს, რომ ანგარიშსწორება არ სცადონ. დიდი აგრესიაა, არ ვიცი რაში გადაიზრდება“

შაქარაშვილის ბიძა: „სანამ შემიძლია ვაკავებ ხალხს, რომ ანგარიშსწორება არ სცადონ. დიდი აგრესიაა, არ ვიცი რაში გადაიზრდება“

,,ტოიოტა ქამრის” მგზავრების ოჯახებმა აქცია გამართეს. მანამდე კი ტელეეთერში ისაუბრეს, რომ პირები, რომლებსაც გამოძიება მკვლელობას ედავება, უდანაშაულოები არიან. როგორც მირიან ნიკოლაძემ ეკა მიშველაძის გადაცემაში განაცხადა, ამ ფაქტმა გიორგი შაქარაშვილის მშობლები და ახლობლები ძალიან აღაშფოთა და ისინი ,,ძლივს დააკავა”:

"იმის მაგივრად, რომ დღეში ასი მადლობა გადაგვიხადონ, რომ ათასობით ადამიანს ვაკავებთ… გვხვდებიან, გვთხოვენ, რომ შევიკრიბოთ, მივიდეთ მათ უბნებში, სახლებთან, გამოვხატოთ პროტესტი ბრალდებულების მიმართ, რომლებმაც უდანაშაულო ბავშვი მოკლეს, ყველას ვეხვეწები, სამართლებრივ ჭრილს არ გაცდნენ…

იმ დღეს, ზ.ხ.-ს მამის ეთერის შემდეგ, მანქანიდან ამოვუღე გასაღები ბიჭებს და ჩვენს ნათესავებს, რომლებიც მიდიოდნენ ანგარიშის გასასწორებლად. რომელი ერთი დავიჭირო?! კიდევ ერთი ასეთი განცხადება და ჩემს თავზე პასუხს აღარ ვაგებ. მე რაც შემიძლია, ამ ხალხს ვიჭერ და ვცდილობ, ბალანსი იყოს და არ გავიდეთ სამართლებრივი ჭრილიდან. სანამ შემიძლია, ვაკავებ.

ძირითადად საუბარია ქუჩაში გამოსვლაზე, ძალიან დიდი აგრესიაზე, არ ვიცი, ეს რაში გადაიზრდება. რამდენი ათასია, ვერ გეტყვით, მაგრამ სულ ვამბობ, რომ არ ვიცი, ეს რაში გადაიზრდება. სახელმწიფოში თუ გინდა ცხოვრება, მაშინ უნდა მივდიოთ ამას…

დღეს დილიდან მშობლებს, თამუნას და ლევანს ვაკავებ… შვილი მიუსვენეს სახლში… მათი ოჯახის წევრები ქუჩაში კი გამოდიან და თან ვის დებენ ბრალს, რადგან მე ვახმოვანებ ოჯახის პოზიციას, თურმე გამოძიებაც ჩემს ჭკუაზე დადის", – განაცხადა მირიან ნიკოლაძემ.