საქართველოს პარლამენტი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს და სამძიმარს უცხადებს დუშეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ ბისოსთან მომხდარი ავტოავარიის შედეგად დაღუპულთა ოჯახებს, ახლობლებს და სრულიად საქართველოს.
შატილის გზაზე მომხდარი ავტოკატასტროფის შედეგად 17 მოქალაქე გარდაიცვალა და 3 მძიმედ დაშავდა. მომხდარი ტრაგედიის გამო, პრემიერ-მინისტრის განკარგულებით, 25 აგვისტო გლოვის დღედ გამოცხადდა. განკარგულების თანახმად, პარლამენტის შენობის ფასადზე და საქართველოს ყველა ადმინისტრაციულ შენობაზე, სახელმწიფო დროშა დაეშვა.