ფეისბუქ-მომხმარებელი გია აბაზაძე სოციალურ ქსელში წერს:
1989 წლის 9 აპრილი ახლადჩავლილი გახლდათ და ფუნიკოლორისაკენ მიმავალი საბაგიროს "ვაგონეტი" მოწყდა ბაგირსა და... ზემო ვერელები ჰყვებოდნენ თუ როგორ ვერ მორეცხეს კარგა ხანს ეზოებსა თუ ქვის კიბეებზე დაშთენილი ერთმანეთში შერეული მსხვერპლთა ტვინ-სისხლის ნარჩენები.
ასევე 90-იანებში ლარის შემოღებისა და 'სტაბილიზაციის" კვალობაზე ტურისტების პირველმა ნაკადმა იწყო ჩამოსვლა და კვლავ ფუნიკოლორი. ოღონდ ძველი "საიმედო" სადგური. იქ უკვე იაპონელი სტუმრებით სავსე რონოდას გაუწყდა ბაგირი და შეასკდა ქვედა სადგურს და შენობაც დააზიანა. მსხვერპლიცა და სირცხვილიც ენით აღუწერელი. მგონი მას შემდეგ იქაურთა რაიმე მნიშვნელოვანი ჯგუფიც აღარ ჩამოსულა.
მიზეზიო? იკითხავთ ალბათ. ინჟინერი არ გახლავართ , მაგრამ ის მაინც მახსოვს, რომ ყველა სახის სატრანსპორტო საშუალებისა და მისი მომსახურე ტექნიკური სტრუქტურებისათვის შესაბამის ბიუჯეტებში მუდმივად იყო გათვალისწინებული და გაწერილი მიმდინარე თუ კაპიტალური რემონტის ხარჯები და წლების განმავლობაში "წარმატებით" იჯიბავდენ ამ სახსრებს შესაბამისი სამსახურების, მათი ტექნიკური და სამართლებრივი ზედამხედველებისა უფროსნი, მოადგილენი, აქტებზე ხელმომწერნი და ა.შ. სსრკ-ს დანგრევა დისიდენტებზე მეტად ზუსტად მათ უფრო გაეხარდათ "შეჭმული" თანხების ჩამოსაწერად..(ეგ ისე - მავანთ , ვარდისფერი სათვალენი რომ ჩამოეხსნათ საბჭოთა "სამოთხის" შესახებ).
ახლა გუშინდელი ტრაგედიის შესახებ:
2004 - ში ტექდათვალიერების ჯერ "იმის" მიერ საერთოდ გაუქმება და შემდეგ "ამათ" მიერ აღდგენა? ან იმან რა მოიგო ან ახლა საქარე მინის ბზარზე ავტოტრანსპორტის მეპატრონეთა გაწამება რას ემსახურება?
ტურისტული ბიზნესის შესახებ - უმარტივესი საკითხი "გიდ"- ების თაობაზედ? ისიც კი ვერ მოგვარდა, რომ ათასი ჯურის ურრუს, არმენ თუ ყიზილბაშ ეთნოტურების მომსახურეებს არ ეტარტარებინოთ ენა ტფილისისა და საერთოდ საქართველოს ისტორიისა, არქიტექტურული ძეგლებისა თუ სამზარეულოს შესახებ. სრული უკონტროლობა.
ეს რაღა კავშირშიაო ? მკითხავთ და უაღრესად არაპოპულარულ რამეს გიპასუხებთ.
მთიან მიუვალ რეგიონებში თანამედროვე გზის გაყვანა არაა საჭირო გაიძახის ბევრი-უნიკალურ ბიოლანდშაფტურ ეკოსისტემასა და სტრუქტურას გაანადგურებსო - მოსთქვამენ. კი მაგრამ ორიოდე მესაზღვრე და მოხუცი რომაა დარჩენილი მთაში და მტკაველ- მტკაველ საძოვრებს რომ იკავებენ ჩვენი ჩრდილოკავკასიელი "მოძმენი"- ეგ როგორაა? ხვალ მთელ მხარეს რომ აითვისებენ რას იქამთა კე? იარაღით აჰყრით ქალაქელი "პეტრიოტები" თუ იმათაც უკანალს მიუშვერთ?
არ იქნება გზა და ვერც მთას ააღორძინებთა და ვერც ტურიზმს ვერ განავითარებთ და დაჰკარგავთ ტერიტორიას და ჩვენი შთამომავლობის დასაბრუნებელი გახდება. ეგ გინდათ?
არაო ჰესებსაო - მამაპაპათა საფლავები დაიკარგებაო. ამასაც გულში მჯიღის ცემით გავიძახით. კი ბატონო-ეგრეა. გეთანხმებით. მაგრამ რამდენ თაობას თვლით "მამაპაპათა" სახელის ღირსად? უდიდესი ქალბატონ- ხელმწიფე თამარის საფლავი ვერ მოვიძიეთა ამდენი საუკუნეა და ამით მის სახელს რაიმე თუ აკლდება? ქრისტიანები ვართო და სანთელი, პანაშვიდი, აღაპი სრულიად საკმარისია, თუ საფლავზედ მხოლოდ კვერცხის გადაგორება და ღრეობა არის პატივის მიგება?. მოსე გოგიბერიძის ძვალნი მისმა მეუღლემ ჩემოდნით ჩამოიტანა შუა აზიიდან სამშობლოში და მიწას მიაბარა ბოლოს და ბოლოს და თქვენ ვინ გიშლით გადასვენებას? ყველაფრის გადაწყვეტა შესაძლებელია გვარის, თემის, ერის, ეკკლესიისა და მთავრობის შეთანხმებით და ერთად დგომით. ხოლო ჰესსა და მის მშენებლობას უდიდესი ყურადღება და პასუხისმგებლობით მიდგომა სჭირდება და შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობის ვალდებულების აღება- მათ შორის გზისაც და წყალარინების სიტემის მოწესრიგება საერთაშორისო ტექნოლოგიებისა და პრაქტიკის შესაბამისად.
მაგრამ საქმე ისაა, რომ არჩევნები კარსაა მომდგარი და ეს ე.წ. პოლიტიკური ძალები ყველაფერს კადრულობენ მთავრობის "გასაშავებლად" და არსებულ პრობლემებს "გაუთვალისწინებელი" უბედურებები ემატება მთავრობას ცალკე "ეჩქარება" ამათ კი ცალკე. არადა "იმას" სულ არ აინტერესებს ამქვეყნიური პოლიტიკური ვნებანი.
უკაცრავად დაგღალეთ დილაადრიან.